"ფაიზერმა" აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო
“ფაიზერმა” აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო. ამ დრომდე, ფაიზერს სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
"FDA-ს მიერ პფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტადნარტებს“ - ნათქვამია ადმნისტრაციის განცხადებაში.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ", - აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.