თეგებით ძიება

"იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც ადამიანია მთავარი, წინასაარჩევნო აქტივობებს შეაჩერებდა!" - ირმა კვიცარიძე

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე საქართველოს მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო აქტივობების შეწყვეტის მომხრეა.

"იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც ადამიანია მთავარი, წინასაარჩევნო აქტივობებს შეაჩერებდა! ყოველი პოლიტ აქტივობა , მოსახლეობასთან შეხვედრები, (კოვიდ რეგულაციები დაცულიას პოლიქრონიონს ნუ გამაგონებთ) პირდაპირპროპორციულ კავშირშია გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვთან!
ასე თუ გაგარძელდა მალე ამომრჩეველი აღარ გეყოლებათ არც ოპოზიციას და არც პოზიციას.

გაკეთებული საქმე არის საუკეთესო მოტივი ამომრჩევლისათვის შემოხაზოს შენი გვარი ან პარტია.
რასაკვირველია თუ გაქვთ რამე ადამიანის საკეთილდღეოდ გაკეთებული.

ისე "ოქროს სარაიას აგიშენებ ჩემსას რო მოვრჩები მერე"-აღარაა ეფექტური, განსაკუთრებით მედიცინის განვითარებს რო პირდებით აი ეგ თემები აღარ მუშაობს დადებითად, არა აქვს მნიშვნელობა ვინ პირდება ამომრჩეველს ქოცი თუ ნაცი. იმიტომ რომ ხვალ კოვიდინფიცირებული ადამიანი იმ კლინიკაში უნდა მივიდეს ბოლო 30 წელია რომ აშენებდა სხვადასხვა ხელისუფლებები.

აიცერი, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა! თუ პოლიტაქტივი თქვენზე არ ფიქრობს, მაშინ თავად უნდა დაიცვათ თავი ვირუსისაგან!", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა