თეგებით ძიება
24. 08. 2021 მსოფლიო

ლოხ-ნესის ურჩხული

არსებობს ჰიპოთეზა, რომ თვითმხილველებმა უზარმაზარი მუტირებული გველთევზა ნახეს, მაგრამ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ლოხ-ნესში პლეზიოზავრი ცხოვრობს.

Express - ის ინფორმაციით, პროფესორმა ნილ გემელმა და მისმა გუნდმა ოტაგოს უნივერსიტეტიდან შოტლანდიის ლოხ-ნესის ტბის წყლის ნიმუშებიდან დნმ-ის ამოღების შემდეგ, ვერ იპოვეს რაიმე მტკიცებულება, რომ ნესი, ნამდვილად არსებობს და თუ ის არსებობს შესაძლოა, პრეისტორიული ზღვის ქვეწარმავალი იყოს.

ლოხ-ნესში მეცნიერებმა სამი ათასზე მეტი სახეობის ცხოველი აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგი იმდენად მცირეა, რომ ადამიანს მათი დანახვა არ შეუძლია.

"ჩვენ ვერ ვიპოვეთ რაიმე მტკიცებულება ტბაში არსების არსებობის შესახებ. მე არ მგონია, რომ პლეზიოზავრის შესახებ იდეა სწორია და ამას ჩვენს მიერ მიღებული მონაცემები მოწმობს", - განაცხადა გემელმა.

ამასთან, პროფესორის თქმით, ტბაში გველთევზის დნმ-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეინიშნება.

"როგორც გენეტიკოსი, მე ბევრს ვფიქრობ მუტაციებზე და მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომის გველთევზა ნორმას ბევრად აღემატება, სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაცამ შეძლო ასეთი უჩვეულო ზომამდე გაზრდა”, - განაცხადა მეცნიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა