თეგებით ძიება
25. 08. 2021 მსოფლიო

წყალდიდობა ვენესუელაში - არის მსხვერპლი

ვენესუალის დასავლეთ ნაწილში მდინარე მოკოტისის ადიდებით გამოწვეული წყალდიდობისას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, წყალდიდობის მიზეზი გადაუღებელი წვიმებია. ინფორმაციას Agence France-Presse (AFP) ავრცელებს.

სამაშველო სამუშაოებს მეწყერები ართულებს. სახლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. არ არის სატელეფონი კავშირი.

სტიქიამ ქვეყნის სხვა ნაწილებიც, მათ შორის ვენესუელას დედაქალაქი, ქალაქი კარაკასი დააზარალა. მეტეოროლოგების ცნობით, მდინარეებში წყლის დონის ზრდა, სულ მცირე, ექვს შტატშია მოსალოდნელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა