თეგებით ძიება

ჩხოროწყუში 25 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუში გუშინ გვიან ღამით 25 წლის ამირან მორგოშიას მკვლელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირსა და მის ძმას ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა