თეგებით ძიება
25. 08. 2021 COVID - 19

„ფაიზერი" მაგარია. ორგზის აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში! 100% უნდა გადამდებოდა!" - გიორგი გასვიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს რომ მას კონტაქტი ნფიცირებულებთან რამდენჯერმე ქონდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაინფიცირდა.

ფაიზერი" მაგარია. ორგზის აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში! 100% უნდა გადამდებოდა!
მაგრამ, რადგან „ფაიზერით" ვიყავი ორჯერ სრულად ვაქცინირებული, გაამართლა იმუნიზაციამ და იზოლაციის პერიოდში და შემდგომშიც ტესტების პასუხი სამჯერვე უარყოფითია. ვაქვეყნებ დამადასტურებელ ფოტოებს კვლევისას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით: ვაქცინა იცავს კოვიდ ვირუსისგან! არავის არაფრისკენ აღარ მოვუწოდებ! მხოლოდ ფაქტს ვასაჯაროვებ, რომ ვისაც ეჭვი ეპარება თამამად შეხედოს ამ საკითხს", - წერს გიორგი გასვიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა