თეგებით ძიება
25. 08. 2021 მსოფლიო

პადუას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგებმა ახალი პანდემია იწინასწარმეტყველეს

სამეცნიერო გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პადუას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგებმა ბოლო 400 წლის განმავლობაში გლობალური დაავადებების გავრცელება შეისწავლეს და მორიგი პანდემიის პროგნოზები წარმოადგინეს.

ექსპერტების აზრით, ცხოველები ინფექციების ძირითადი მატარებლები არიან, ამასთან დაავადებების სიხშირე კლიმატის ცვლილების გამოც იზრდება. შედეგად, იზრდება COVID-19-ის მსგავსი პანდემიების ალბათობაც.

შეშფოთებას იწვევს მეცნიერთა დასკვნა, რომლის თანახმადაც, უახლოეს ათწლეულებში გლობალური ეპიდემიის განვითარების რისკი შეიძლება გაორმაგდეს.

ხოლო დაავადება, რომელსაც კაცობრიობის სრულად განადგურება შეუძლია, შესაძლოა, მომავალი 12 ათასი წლის განმავლობაში მოხდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა