თეგებით ძიება
25. 08. 2021 COVID - 19

“12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშველოვანია დროზე დაიწყოს ბავშვების აცრა, რაც ეპიდებიის დასრულებისკენ მიგვაახლოებს.

“12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მიგვაახლოვებს ეპიდემიის დასრულებასთან. იმსჯელებს ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება იქნება მიიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანმოს რეკომენდაციას ველოდებით, თუმცა მთელი რიგი ევროპის ქვეყნები უკვე აკეთებენ აცრებს და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია მშობლის გადაწყვეტილებით და სურვილით იქნება შესაძლებელი” - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა