თეგებით ძიება
25. 08. 2021 COVID - 19

„აუცილებელია ბავშვების აცრაც" - თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე საკუთარ ოჯახზე საუბრობს და წერს, რომ მის პატარა ბავშვი დაინფიცირდა, ის მთავრობას ბავშვების აცრისკენ მოუწოდებს.

„ოჯახში აცრილია დედაჩემიც, ძმაც, რძალიც და მეც. კოვიდით დაინფიცირდა 12 წლის გუგა. მაღაზიაში წავიდა სასუსნავის შესაძენად. შემდეგ მარი (აცრის გამო, შედარებით მსუბუქი სიმპტომებით მიდის პროცესი) შემდეგ 3 წლის ლიზი, სიცხე აქვს. მე დედა გავხიზნე მთებში. დედა აცრის პირობებშიც თუ შეხვდა, არ ვიცით როგორ გადაიტანს.
მორალი: აუცილებელია ბავშვების აცრაც! აუცილებელი", - წერს თეა გოდოლაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა