თეგებით ძიება
26. 08. 2021 მსოფლიო

მადაგასკარი შიმშილის ზღვარზეა

BBC წერს, რომ მადაგასკარი შიმშილის ზღვარზეა, ეს ყველაფერი, კი კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.

გაერო-ს ცნობით, იმის გამო რომ 4 წელი აქ წვიმა არ მოდიოდა, ათასობით ადამიანი შიმშილობს და ადგილზე სასურსათო უსაფრთხოების სერიოზული ნაკლებობაა.
ექსპერტები შიშობენ, რომ ვითარება, შესაძლოა, გაუარესდეს, რადგან ქვეყანაში ტრადიციული არამოსავლიანობის სეზონი იწყება.

"ეს უპრეცედენტოა. ამ ადამიანებს კლიმატის ცვლილების ხელშესაწყობად არაფერი გაუკეთებიათ. ისინი წიაღისეულ საწვავს არ წვავენ, მაგრამ ისინი კლიმატის ცვლილების სიმძიმეს განიცდიან", - განაცხადა გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა.

"კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო კომისიის ბოლო ანგარიშში ჩვენ დავინახეთ, რომ მადაგასკარში გვალვა იზრდება. მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი გაიზრდება, თუ კლიმატის ცვლილება გაგრძელდება", - ამბობენ ექსპერტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა