„აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმეა" - იტალიაში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა
ქართველი ემიგრანტი იტალიაში 68 წლის ელენე ხუციშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა - ამ ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში…
მეგობრებო ვისაც რა საშუალება გაქვთ სიტყვიერი, გავლენა და არა ფინანსები, ჩავერიოთ ყველა რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონის ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს და არ დაწვან, კრემაცია არ გაუკეთონ. საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ ნაპოლის ემიგრანტებმა, რომელიც მართლა უზომოდ უყვარდა ყველას თავისი ადამიანობის და კეთილშობილების გამო“, – აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.