"აიცერით მეტი გზა უბრალოდ არაა, ომია, რომელსაც გენერალი არ ჰყავს” - ბიძინა კულუმბეგოვი
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეხმაურება და წერს, რომ 79 გარდაცვლილი საკმაოდ ბევრია და მოსახლეობას აცრისაკენ მოუწოდებს.
“79 არავაქცინირებული გარდაცვლილი ! ატარე სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ურთიერთობები მაქსიმალურად შეამცირე და რაც შეიძლება სწრაფად შენ და შენი ახლობლები ასაცრელად წადით! მეტი გზა უბრალოდ არაა, ომია, რომელსაც გენერალი არ ჰყავს”,- წერს კულუმბეგოვი.