"იცით რამხელა დაზიანება ქონდა ამ გოგოს სად იყო ბათუმი" - რას ყვება ყოფილი კოვიდპაციენტი გარდაცვლილი ორსულის შესახებ
სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც ქუთაისში გარდაცვლილ ორსულ გოგონასთან ერთად მკურნალობდა, წერს რომ გარდაცვლილის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებული იყო. ის იხსენებს, რომ გარდაცვლილს მაშოს დაერქვა უნდოდა შვილისთვის.
“კარგით რა ხალხნო რა ჯანმრთელს კლავენ მკვდრებს აცოცხლებენ ბათუმიდან მკვდრები გადმოყავთ იქ ვიყავი ვხედავდი იცით მაინც რა გაუკეთეს ამ გოგოს არ ძინავთ ექიმებს არა ორი სიფრიფანა ტანის გიორგი და თეონა ექიმია სასწაულებს ახდენენ იცით რამხელა დაზიანება ქონდა ამ გოგოს სად იყო ბათუმი მაშინ დაამძიმა და მესამე დონის კლინიკაში მერე გაწერა პაციენტი უსაშველო ჭირდა საცოდავს მაშო უნდოდა დაერქვა შვილისთვის ასე მითხრა გული მაქვს გახეთქილი ქმარს ვიკა უნდაო ვერ ვახერხებ შეთანხმებას ძალა არ მყოფნისო ვერ ვინელებ გოგოს ერთი პანიკა არ დაწყებია იცოდა რაც ჭირდა კარგად რომ არ იყო მისი საქმე მშვიდი იყო ქმარს ვუთხარი კარგადაათქო ღმერთო” – წერს სოციალურ ქსელში კლინიკის ყოფილი პაციენტი.
ცნობისთვის ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით გოგო გარდაიცვალა. კლინიკის კოვიდგანყოფილებოს მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით პაცინეტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.