თეგებით ძიება
26. 08. 2021 მსოფლიო

შიმპანზესთან ახლო ურთიერთობის გამო ქალს ზოოპარკში შესვლა აუკრძალეს

Daily Mail წერს, რომ ანტვერპენის ზოოპარკმა ბელგიელ ქალს ადგილობრივი მამრი შიმპანზეს მონახულება აუკრძალა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქალისა და მაიმუნის "ახლო ურთიერთობის გამო", სხვა შიმპანზეები მას აღარ იკარებენ.

ბოლო 4 წლის მანძილზე ადი ტიმერმანში 38 წლის ჩიტას ყოველ კვირა სტუმრობდა. უმეტესად, ისინი ერთმანეთს ხელს უქნევდნენ და ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდნენ. ქალი დარწმუნებულია, რომ მაიმუნს ის უყვარს.

თუმცა ზოოპარკის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ჩიტასა და ადამიანის ხანგრძლივი კონტაქტის გამო სხვა მაიმუნებმა ის ჯგუფიდან გარიყეს და მამრი დღეში 15 საათს სიმარტოვეში ატარებს.

"მე ის მიყვარს, მას ვუყვარვარ. მეტი არაფერი გამაჩნია. რატომ უნდათ, წამართვან ეს?", - ამბობს ქალი.

ამასთან, სპეციალისტები შიშობენ, რომ ჩიტა თავის ჯგუფში ინტეგრაციას უკვე ვეღარ შეძლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა