თეგებით ძიება
26. 08. 2021 COVID - 19

27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება - NCDC

27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.
პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა