თეგებით ძიება
27. 08. 2021 COVID - 19

"მე გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვიდე" - გიორგი ფხაკაძე(ვიდეო)

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საქართველოს ეპიდვითარებაზე ისაუბრა და არჩევნების საკითხსაც შეეხო. მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„დავინახე ის, რომ არჩევნები ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო, ვცადე. კარგია, რომ ბევრმა ადამიანმა იფიქრა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, კომენტარს ვერ გავაკეთებ…

სექტემბერი მოდის. გეგმები მაქვს. მე გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვიდე. ბევრს ვფიქრობდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი. წესით, ახალა მინდოდა. ახლა რისკია ჩამოსვლა. ეს რისკები დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში დამთავრდება. როგორც კი საწოლფონდი გათავისუფლდება ჩამოვალ. ოქტომბრის ბოლოს ეს ვირუსი ქვევით ჩამოვა, “- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა