თეგებით ძიება
27. 08. 2021 COVID - 19

"ჩვენი მთავარი სიტყვა ყოველდღიური უნდა იყოს „წავიდეთ და ავიცრათ“, - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო ორი დღეა დადებითი დინამიკა შეინიშნება და იმუნუზაციის ტემპი არ უნდა დავარდეს.

„სექტემბერი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგვისტოში წინასწარი გათვლებით საერთო აცრათა რაოდენობით ავდივართ 650 ათას აცრამდე, ცოტა მეტიც შეიძლება იყოს. ამიტომ, სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ტემპი არ დაგვივარდეს. სექტემბერში თუ ჩვენ 800- 900 ათასი და უკეთესია თუ მილიონი აცრა ჩავატარეთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა ოდნავ მცირე დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს. ასევე შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას. ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია თანდათან შეიძლება შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი და სერიოზული მუშაობა სჭირდება. ჩვენი მთავარი სიტყვა ყოველდღიური უნდა იყოს „წავიდეთ და ავიცრათ“, - აცხადებს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა