"თბილისში კუბოების და კატაფალკების დეფიციტია" - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხალხს აცრისაკენ მოუწედებს, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ სხვებიც.
"ჩვენს ეთერში რადიო თავისუფლების არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ყვება სრულიად კოშმარულ ისტორიას იმაზე, რომ თბილისში კუბოების და კატაფალკების დეფიციტია.
აიცერით. გაიკეთეთ პირბადე. შეაჩერეთ ეროვნული კატასტროფა. გადარჩით და გადაარჩინეთ სხვაც!", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კიდევ 73 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4585 ადამიანი.