თეგებით ძიება
28. 08. 2021 COVID - 19

"ექიმი რძალი ან სიძე მოიყვანეთ და დაწყნარდებით" – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პანდემიის დროს ოჯახის ექიმის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ არასწორია სიმპტომების სოციალურ ქსელში გარჩევა.

„ასე ფეისბუქზე დაწერა, მე ეს მჭირს რა ვქნა? – არასწორია. ეს იგივეა მკერავთან ონლაინ რომ უთხრა, ჩემი ზომა არის ეს, მე მიყვარს ყვავილები და კაბა შემიკერეო – როგორ ? ეს კაბა ხომ არ იქნება კარგი? იგივეა მედიცინაც.აქ ყველაზე მნიშნველოვანია ოჯახის ექიმი. წელიწად-ნახევარია გეუბნებით, რომ ჯახის ექიმი გყავდეთ. თუ არ გყავთ შეიძინეთ, გაიცანით. რაღაც ქენით, ბოლოს და ბოლოს რძალი ან სიძე მოიყვანეთ, დაწყნარდებით, რომ ოჯახის ექიმი გეყოლებათ. ოჯახის ექიმი არის ადამიან, რომელმაც თქვენს შესახებ იცის ინფორმაცია და დაგეხმარებათ მკურნალობაში“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა