თეგებით ძიება
28. 08. 2021 COVID - 19

"დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია. ვისაც არ სჯერავს, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე " - ნიკოლოზ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავქყნებს:

"ზედმედი თეორიული წიაღსვლების დრო ნამდვილად არაა. სრულიად ვეთანხმები გიას! Gregory Khurtsidze აიცერით
1. კოვიდის ვაქცინა წინასწარი კვლევებით, თეიორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE რეაქციას.

2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამიჩენის მერე.

3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.
4. ვისაც არ სჯერავს ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.

5. აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ.

6. ანტი ვაქსეღებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა და მაშინ შემიგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაცუებში დამხმარე მოხალისეებად. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი ერც ერთი.

7. სამედიცინო პესონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქათაგებით სეირს უყურებდეთ უკვე აღარ გამოვა. პირდაპირ გეკითხებით როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა როგორ განვასხვაო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი რომელმაც არ გამიყენა ვაქცინა და 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემისული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.

თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯამრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?

P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის მძიმედ დაავადებული ადამიანების ჰსპიტლებში დასახმარებლად", - წერს გამყრელიძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა