რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო დამატებითი შეზღუდვების დაწესება? - ამირან გამყრელიძე განმარტავს
არ გადავიხადოთ დიდი სუფრები და ავიცრათ, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დამატებითი შეზღუდვების, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან განაცხადა.
მისი თქმით, აღსრულება ბევრად გამკაცრებულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო.
"ეს კარგია, მაგრამ მაინც ხდება ბევრი დარღვევა. სუფრებს, რომლებიც არის მთავარი რისკფაქტორი და ბუსტერი ამ ინფექციის და ახალი შემთხვევების განვითარების, თავი ავარიდოთ და არ იქნეს გადახდილი არავითარი დიდი შეკრებები და მივიდეთ და ავიცრათ. თუ ყველა გაითავისებს თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დიდი დამატებითი შეზღუდვების,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 ადამიანი დაიღუპა და 6177 პაციენტი გამოჯანმრთელდა.