თეგებით ძიება
31. 08. 2021 COVID - 19

"მხოლოდ აგვისტოში - 1588 ადამიანი დაიღუპა, მთავრობა კი გლოვის დღესაც არ აცხადებს" - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას სოცილაურ ქსელში ეხმაურება და აგვისტოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს:

"1 აგვისტო 33
2 აგვისტო 23
3 აგვისტო 34
4 აგვისტო 38
5 აგვისტო 38
6 აგვისტო 30
7 აგვისტო 38
8 აგვისტო 30
9 აგვისტო 44
10 აგვისტო 54
11 აგვისტო 48
12 აგვისტო 49
13 აგვისტო 42
14 აგვისტო 50
15 აგვისტო 35
16 აგვისტო 30
17 აგვისტო 47
18 აგვისტო 49
19 აგვისტო 58
20 აგვისტო 59
21 აგვისტო 74
22 აგვისტო 48
23 აგვისტო 60
24 აგვისტო 60
25 აგვისტო 58
26 აგვისტო 79
27 აგვისტო 73
28 აგვისტო 74
29 აგვისტო 76
30 აგვისტო 78
31 აგვისტო 79
მხოლოდ აგვისტოში - 1588 ადამიანი!
2008 წლის აგვისტოს ომში 412 ადამიანი დაიღუპა.
მთავრობა კი გლოვის დღესაც არ აცხადებს და გვპირდება, რომ ოქტომბერში ვინც გადავრჩებით, არჩევნებზე მივიდეთ, ხმა მივცეთ მათ და ყველაფერი კარგად იქნება!
ათასობით ადამიანი ითხოვს სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტს, ოჯახის ექიმს, და ა.შ. და სრულიად მოშლილია სისტემა!
მოვა დრო, ამ ყველაფერზე აგებთ პასუხს!", - წერს ნანუაშვილი ფეისბუქზე.

პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში კორონავირუსის 549,811 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 493,414 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7,408 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა