თეგებით ძიება

"არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო" - კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი ლიდერის, ექსპრემიერ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას აფასებს.

"არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო. მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში, გახარიამ ეს გადაწყვიტა. რატომ გადაწყვიტა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ", - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა