დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდვაქცინირებულ მოქალაქეებს მიმართავს და კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მაღალეფექტურია, თუმცა, სრულად ვაქცინირებულ პირთა მცირე პროცენტი შესაძლოა მაინც დაინფიცირდეს და გაავრცელოს ვირუსი.
შესაბამისად, ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა :
დაიცავით დისტანცია;
ატარეთ პირბადე;
დაიბანეთ ხელები ხშირად;
ხველის ან ცემინებისას აიფარეთ სახეზე ერთჯერადი ცხვირსაცოხი ან მოხრილი იდაყვი;
მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს", - აცხადებენ NCDC-ში.