თეგებით ძიება

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” - სალომე სამადაშვილი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, ესაა ჩემი კომენტარი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. 19 აპრილს, ჩემი მოთხოვნით მოწვეულ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, ეს გადაწყვეტილება იმ დღესვე რომ მიეღო, ოპოზიცია ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდა დღეს", - წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ენმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერ. გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გააჟღერა.

შგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობიდან" სწორედ იმიტომ წავიდა, რომ მან პირველმა, როგორც ინდივიდუალურმა პოლიტიკოსმა მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი. მის ნაბიჯს დიდი გამოხმაურება მოყვა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა