თეგებით ძიება

"ცოტა გაოცებულები ვიყავით მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევრო" - კელი დეგნანი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. დეგნანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონიც გამოეხმაურება.

"ცოტა გაოცებულები ვიყავით მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევრო, მიუხედავად, პანდემიისა, უმუშევრობისა და მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაც საქართველოში არსებობს. რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც.

გასათვალისწინებელია ის, რომ ის რეფორმები რომელიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს, არ უნდა შეჩერდეს, ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმაა, კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს",- განაცხადა კელი დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა