თეგებით ძიება

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სატყუარა" - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" მიხვდა იმას, რომ სხვა გზა არ აქვს და ცდილობს, ევროპელების თვალში თავი გადაირჩინოსდა, რის გამოც ხელს აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სატყუარა. ეტყობა, დასავლეთი ან შიგნით ემოციები ძალიან მოაწვათ და მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა 100 დღის განმავლობაში ხელმოწერაზე უარს ამბობდნენ და ფეხს ითრევდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ, ევროპელების თვალში თავი გადაირჩინონ და ხელს აწერენ. ნიკა მელიას ადრეც ვეუბნებოდი, სააკაშვილის კარის თამაშების მსხვერპლი იქნები-მეთქი და ახლა თავის თავს დააბრალოს“, - განაცხადა ირკალი ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა