თეგებით ძიება

სიღნაღის საკრებულოს წევრმა "ოცნება" დატოვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელი ოთარ ალადაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ ალადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოგეხსენებათ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, ამომრჩევლის გადაწყვეტილებით გავხდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამის პარალელურად დღემდე ვმუშაობდი დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოში.

სიღნაღის საკრებულოში ჩემი ყოფნის ერთადერთი საფუძველი და სურვილი იყო, რომ მეკეთებინა ჩემი მშობლიური კუთხისთვის რაიმე სასარგებლო სქმე, განსაკუთრებით ჩემი სოფლისთვის, რომლის მაჟორიტარიც გახლდით. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ბევრ უსამართლობას წავაწყდი მმართველი პარტიის მხრიდან, რომელზეც დეტალურად შემდგომ ვისაუბრებ. ამ ყველაფერთან ერთად, მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი არაერთი ნაბიჯი პირდაპირ აზიანებს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, ზრდის პოლარიზაციის ხარისხს, რაც გამოწვეულია ვიწრო პარტიული ინტერესებით. ეს კი მარწმუნებს, რომ მმართველი გუნდი მიექანება პოლიტიკურ უფსკრულში და დაუფიქრებლად სურს გაიყოლოს მთელი ქვეყანა, თუმცა ვისაც ძალა შეგვრჩენია ეს არ უნდა დავუშვათ და განვაგრძოთ ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის. ამის საშუალება კი მწამს, რომ მომეცემა სწორედ იმ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია! ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ვუერთდები გახარიას გუნდს: პარტია „საქართველოსთვის“.

ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ვუსურვებ წარმატებას, ვისაც ჭეშმარიტად ადარდებს ქათველი ხალხი და საქართველო!

აგრეთვე დავტოვე სამსახური დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოში და მთელი რესურსით და ენერგიით ვერთვები ჩემი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამსახურში!- წერს ოთარ ალადაშვილი .


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა