"კოვიდმა ორივე ბებია მომიკლაო 1 კვირის წინო" - ბიძინა კულუმბეგოვი 12 წლის პაციენტის ნაამბობზე წერს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვისოციალურ ქსელში, პატარა პაციენტის ნაამბობის შესახებ წერს.
„12 წლის ჩემი პაციენტი და მისი ოჯახი მიყვება ეხლა, კოვიდმა ორივე ბებია მომიკლაო 1 კვირის წინო. ენით აღუწერელი ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს ირგვლივ. გთხოვთ, აიცერი და შეაჩერე სიკვდილთან თამაში,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 81 ადამიანი, ხოლო 5017 პირი გამოჯანმრთელდა..