ვინ არის ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის გოგო
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფიცირებული კლინიკა ”მედცენტრში” მკურნალობდა.
დაღუპული მარი მახარაძეა, რომელიც ოჯახთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აგარაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 6 თვის ბიჭი დარჩა.
მარი მახარაძემ და გიორგი ფარტენაძემ 2019 წელს იქორწინეს, 6 თვის წინ კი მშობლები გახდნენ. გარდაცვლილის მეუღლე პოლიციის სერჟანტია და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 81 ადამიანი, ხოლო 5017 პირი გამოჯანმრთელდა..