თეგებით ძიება

"მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

დედაქალაქის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ვაშაძემ დღეს გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. "მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე, თბილისის სარებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სერგო ჩიხლაძე იქნება. ჩიხლაძე ასევე საბურთალოს მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებს.

"თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილები მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ", - თქვა ვაშაძემ.

რაც შეეხება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი სია ასეთია:

საბურთალო - სერგო ჩიხლაძე
კრწანისი - დავით ცეკვავა
ისანი - თეონა ჭალიძე
გლდანი - ნანა ტოხვაძე
დიდუბე- ოთარ ბაღათურია
სამგორი- ვახტანგ იაშვილი
ვაკე- პაატა ჩიქოვანი
მთაწმინდა- ირაკლი გოგუაძე
ჩუღურეთი - ავთანდილ ჩართოლანი
ნაძალადევი- ზაზა კორთხონჯია


საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა