თეგებით ძიება

"ახალციხის მერობის კანდიდატი ჩემი ბავშვობის მეგობარია" - ლიკა გამრეკელი

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში, ცაგერში და ახალციხეში გიორგი გახარიას მიერ დაყენებულ კანდიდატებზე წერს.

“გახარიას წარდგენილი ხალხიდან სამზე შოკი მივიღე! ცაგერში და ახალციხეში საკმაოდ ძლიერი კანდიდატები დააყენა!

ახალციხის მერობის კანდიდატი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა რომ გიორგი იქ დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად! ახალგაზრდა, განათლებული, დიდი სამეგობროს მქონე ბიჭია, რომელიც ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს მმართველი გუნდის კანდიდატს!

პარტიულობის იქეთ, ეს ბიჭი ჩემი მეგობარია და ვუსურვებ მას ძალიან ბევრ წარმატებას ახალ გზაზე რომელიც აირჩია! ჩემთვის მეგობრობა და პოლიტიკა ერთმანეთთან არ არის კავშირში, თუმცა გიორგისნაირი ახალგაზრდები ოცნებას რომ დაეფასებინა ცუდი არ იქნებოდა!”, - წერს სამოქალაქო აქტივისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა