თეგებით ძიება

"გახარიასთან შეხვედრა გუშინ დილით მოხდა, შეხვედრის მიზეზი და მიზანი ვერ გავიგე" - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მერიაში გუშინ, პირველ სექტემბერს შეხვდა. როგორც იგი ამბობს, გახარიამ მას პირადად დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

"მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მაშინ ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ეს იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი, დანარჩენი, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე", - ამბობს კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა