თეგებით ძიება
02. 09. 2021 COVID - 19

„სიკვდილსაც ხომ გააჩნია. ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს – “შავი პარკი” - მაია კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი წერს, სადაც თავის ბებიაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.

„სიკვდილსაც ხომ გააჩნია. ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს – “შავი პარკი”
ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი – ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში. როცა გამზადებული ჰქონდა ლამაზი კაბა, ფეხსაცმელები, – როცა მოვკვდები, ბებო, ესენი ჩამაცვითო, დაგვიბარა. კიი, მაგრად შევუსრულეთ სურვილი.

ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე? ფრაზები, რომ – გრიპით მეტი კვდება, გულით, ინულტით, სინდისი იქონიეთ და შავ პარკს არ შეადაროთ!

ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ დასაწვავ შავ პარკს და ვინც კიდევ მეტყვის, რომ – საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ, – არ ვიცავ რეგულაციებს და არ ვიცრები და – სულაც არ არსებობს კოვიდი…
მე სიტყვებიც აღარ მრჩება, რაიმე გითხრათ …. დღეს კიდევ 81.
როდემდე?”- წერს მაია.


ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 81 ადამიანი, ხოლო 5017 პირი გამოჯანმრთელდა..


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა