თეგებით ძიება
02. 09. 2021 COVID - 19

,,ათი წელი შვილს ნატ­რობ­და და ვერ ნახა“ – ვინ არის ქალი, რომელიც ტყუპის გაჩენის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით 47 წლის ქალი, ნატო ფხაკაძე გარდაიცვალა.

„ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი, თით­ქოს დე­და­მი­წა გა­ჩერ­და… ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პა­ცი­ენ­ტი ნატო ფხა­კა­ძე აღარ არის… ერ­თად ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ, ერ­თად დიდი გზა გა­ვი­ა­რეთ. ამ ბრძო­ლა­ში მან გა­ი­მარ­ჯვა და ნა­ნატ­რი ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა, რო­გორ უნ­დო­და, რო­გორ ნატ­რობ­და, მაგ­რამ ვე­რაგ­მა Covid19 – მა არ და­ა­ცა­ლა მათი მო­ფე­რე­ბა. რა უსა­მარ­თლო­ბაა. ნა­თელ­ში გა­ნის­ვე­ნე. მე შენ მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბი. შენი ექი­მი “ლელუ” რო­გორც მე­ძახ­დი…“ – წერს ზუ­რაბ სა­ბახ­ტა­რაშ­ვი­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრის ექი­მი ლელა ირე­მა­ძე.

„ათი წელი შვილს ნატ­რობ­და და ვერ ნახა, ვერ ჩა­ი­ხუ­ტა ტყუ­პე­ბი ისე წა­ვი­და, შენ ეს არ და­გიმ­სა­ხუ­რე­ბია, ნატო. რო­გორ მე­გო­ნა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დით ამ ვე­რაგ კო­ვიდ­ზე… იქ, სა­დაც გაფ­რინ­დი, ძა­ლი­ან შორს, შენი შვი­ლე­ბი და­ი­ფა­რე, მა­მი­დუ. ათი წლის ოც­ნე­ბას ფრთა შე­ას­ხი და არც კი დაგ­ცალ­და ამ ოც­ნე­ბის ნახ­ვა… გპირ­დე­ბი მა­რი­ამს და გი­ორ­გის ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბი…“ – წერს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა