თეგებით ძიება

ზოდიაქოს 3 ყველაზე მანიპულატორი ნიშანი

ასტოლოგებმა ზოდიაქოს სამი ნიშანი დაასახელეს, რომლებიც ყველაზე დიდი მანიპულატორები არიან.

ქალწული

ქალწულები თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობებით განთქმულები არიან, თუმცა მანიპულირების უნარი, რომელიც მათ აქვთ, გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს. მათ პარტნიორის ყველა მტკივნეული ადგილი ზეპირად იციან და, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ძალაუფლებას ნათლად წარმოაჩენენ. ქალწულები ოსტატურად აყალიბებენ ლოგიკურ კავშირებს, ამიტომ მათი მთელი ცხოვრება დაუსრულებელ საჭადრაკო ტურნირს წააგავს.

კირჩხიბი

კირჩხიბები გარშემომყოფთა ემოციურ მდგომარეობას ადვილად უღებენ ალღოს. ეს უნარი აძლევს მათ შესაძლებლობას, ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე მოახდინონ ზეწოლა. ყველაზე ხშირად, კირჩხიბები წყენით მანიპულირებენ - ისინი აწყობენ "გაფიცვებს" და იყენებენ ცრემლებს. გაბუტება ქრება მას შემდეგ, რაც კირჩხიბები მიიღებენ იმას, რაც სურთ.

მორიელი

მორიელები ბუნებით შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან, ამიტომ უახლოესი გარემოს წარმომადგენლებს ზეპირად იცნობენ. საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისას ის პარტნიორის ყველა სუსტ მხარეს ითვალისწინებს. თუმცა, მანიპულირების უნარი მორიელებს ხშირად აძლევს საშუალებას, ერთგვარი „ფსიქოლოგიური დახმარება“ გაწიოს. მას შეუძლია მეორე ადამიანს ყველაზე მძიმე მომენტები გადაატანინოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა