თეგებით ძიება
03. 09. 2021 COVID - 19

"ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის" - რა პრეპარატზე წერს ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანან გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის. მაღალი რისკ ჯგუფის ინფიცირებულებში მძიმე კოვიდის პრევენცია მონომკლონალური ანტისხეულების გამოყენებით შესაძლებელია. გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ჩვენს ჰოსპიტალში უკვე დიდი ხანია ამას ვიყენებთ emergency room-ში. დაახლოებით ერთი საათი სჭირდება ინფუზიას და პაციენტი პირდაპირ ეწერება სახლში.

ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრ პაციენტს აარიდოს თავიდან მძიმე კოვიდის განვითარების ალბათობა და შესაბამისად დაუცვას ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან.

ამონოკლონალურ ანტისხეულებზე კვლევების დეტალებს მოგვიანებით განვიხილავ. ახლა კი CDC რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე...", - წერს ფეისბუქზე ნანა გეგეჭკორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა