რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში
3 სექტემბერს საქართველოში დღიურად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25 670 -მა მოქალაქემ ჩაიტარა.
სულ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 454 486 ადამიანია, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.9%-ია..
1 დოზით ვაქცინირებულია 831 256 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29,1%-ია.
სულ ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 1 285 742 პირი.