კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა
აჭარაში, კორონავირუსმა დედა-შვილი იმსხვერპლა. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულები.
ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დედა გუშინ, გვიან ღამით, შვილი კი დღეს, დილით გარდაიცვალა.