თეგებით ძიება
04. 09. 2021 COVID - 19

"არასასიხარულო ამბავი...." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩინური წარმოების კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემს გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.
ფაქტები:

კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვალიდან-1 მაისამდე.
დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.

დასკვნა:
ჩინური ვაქცინა არის ეფექტური ვუჰანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.
დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.

იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!

გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა “კარგი”
ჯანმრთელობას გისურვებთ!, - წერს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა