თეგებით ძიება
05. 09. 2021 COVID - 19

როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღ-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 28 025 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 263, „პისიარ“ ტესტით – 12 762.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,89%, ბოლო 14 დღის – 9,27%, ბოლო 7 დღის – 8,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 564 837 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 514 768 გამოჯანმრთელდა, 7 806 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 314 104 ადამიანი, დღიურად აცრილია 22 733.

კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 019 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 415 პირი.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა