საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 28 025 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 263, „პისიარ“ ტესტით – 12 762.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,89%, ბოლო 14 დღის – 9,27%, ბოლო 7 დღის – 8,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 564 837 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 514 768 გამოჯანმრთელდა, 7 806 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია 1 314 104 ადამიანი, დღიურად აცრილია 22 733.
კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 019 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 415 პირი.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კორონავირუსის 564,837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7,806 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 514,768 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა მსოფლიოში 49 ადგილს იკავებს.