საქართველოში 111 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, ლეონილა გვაჯავა გამოჯანმრთელდა.
1910 წელს დაბადებული ქალი კლინიკაში კვირაზე მეტ ხანს იმყოფებოდა და თერაპიული მიმართულების კურსი სრულად გაიარა.
პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.