როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 4 905 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 4 სექტემბრის მონაცემებით, 565 957 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 519 673 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 867 პაციენტი ემსხვერპლა.