თეგებით ძიება
06. 09. 2021 COVID - 19

როგორია კოვიდპაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა

კოვიდპაციენტი და სასწრაფო დამხარების ეკიპაჟის თანამშრომლები, რომლებიც გვიან ღამით ავარიაში მოჰყვნენ, ინგოროყვას კლნიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას კლინიკის “ემერჯენსი“-ს ხელმძღვანელმა, ანი დალაქიშვილმა განაცხადა, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დანარჩენი პაციენტების დამაკმაყოფილებელი.

“პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, კვლევით პროცესშია. აღენიშნება გულმკერდის ტრავმა და მიმდინარეობს კვლევები. რაც შეეხება სასწრაფოს თანამშრომლებს, მძღოლს, ექიმს და ექთანს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია,” – აღნიშნა ინგოროყვას კლინიკის “ემერჯენსი“-ს ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა