თეგებით ძიება
06. 09. 2021 COVID - 19

"არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რებს, თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფათ" – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ არადროს ეკამათება ან­ტი­ვაქ­სე­რებს, რადგან მისი აზრით ისინი უბედურები არიან.

„არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რებს, თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბი მათ­თან უძ­ლუ­რი არი­ან, სხვა პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. თქვენ გგო­ნი­ათ, ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ვი­ღა­ცას ასე სჯე­რა? ბევ­რი მათ­გა­ნი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იმარ­თე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია…
თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, როცა წე­რენ, მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის ქვის­ლის ახ­ლობ­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლი ორ­ჯერ აიც­რა და გარ­და­იც­ვა­ლაო, არას­დროს ამ­ბო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი. სულ ვთხოვ, მო­მე­ცით მო­ნა­ცე­მე­ბი, ვინ გარ­და­იც­ვა­ლა-მეთ­ქი – ჩვენ ხომ სრუ­ლი ბაზა გვაქვს აც­რი­ლე­ბი­საც, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­საც – მაგ­რამ ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან… სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მოკ­ლე­ბუ­ლი ვართ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ასე­თებს მე­დი­ა­ში ვუ­პა­სუ­ხოთ“ - პაატა იმნაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა