თეგებით ძიება

კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეგმები, არ სურს არჩევნები და ძალაუფლების რადიკალური გზით ხელში ჩაგდება უნდა - გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე

კარგია, რომ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა თავისი გეგმები და არ უარყო, რომ არ სურს არჩევნები, არამედ სურს ძალაუფლების რადიკალური გზებით ხელში ჩაგდება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას.

„ეს არის მისი სახე. მას უნდა ძალაუფლება, არც არჩევნები აინტერესებს, არც დემოკრატია, უბრალოდ, უნდა ძალაუფლება. ეს არის მისი სტილი და არა მგონია, ამაში რამე ახალი იყოს. თუმცა, კარგია, რომ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა თავისი გეგმები და არ უარყო, რომ არ სურს არჩევნები, არამედ სურს ძალაუფლების რადიკალური გზებით ხელში ჩაგდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სადაც მან განაცხადა, რომ არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნდება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა