თეგებით ძიება

მეშვიდე ანონსია - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და მას არასერიოზულს უწოდებს.

"დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა", - ასე შეაფასა კობახიძემ სააკაშვილის განცხადება.

მისივე თქმით, სააკაშვილის აღნიშნული განცხადება რიგით მეშვიდე ანონსია საქართველოში დაბრუნების შესახებ და როგორც წინა შემთხვევებში ის ჩამოსვლას ვერც ახლა მოახერხებს.

„რა თქმა უნდა, არასერიოზულია. უკვე მეშვიდე ანონსია გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სადაც მან განაცხადა, რომ არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნდება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა