საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 340 062 აცრა ჩატარდა
7 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 340 062 აცრა ჩატარდა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
1 დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%
სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.1%
6 სექტემბერს 24 262 ადამიანი აიცრა.
აცრების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
თბილისი - 11 617
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 528
გურია - 666
აჭარა - 3 213
რაჭა - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 159
იმერეთი - 2 905
სამცხე - ჯავახერთი - 575
შიდა ქართლი - 1 246
მცხეთა - მთიანეთი - 586
ქვემო ქართლი - 842
კახეთი - 925
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 50 ადამიანი