თეგებით ძიება

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 21 პირს შორის ერთ-ერთი 17 წლის არასრულწლოვანია, ის ბრალს არ აღიარებს

თბილისსა და საქართველოს 4 დიდ ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 21 პირს შორის ერთ-ერთი 17 წლის არასრულწლოვანია.

ის და მისი ძმა ფონიჭალაში აიყვანეს, არასრულწლოვანი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.

უფლებადამცველის თქმით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებს არანაირი ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

"მოხდა დაკავება, პირადი ჩხრეკა და ალბათ, ხვალისთვის წარუდგენენ ბრალს და გვეცოდინება კონკრეტულად რა მუხლით და რა ნაწილით. ამოღებული ჩხრეკის შედეგად არაფერი არ არის. მანქანაში იმყოფებოდა არასრულწლოვანი როდესაც გააჩერეს, ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს",- ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილსში, რუსთავში, ბათუმში, ლაგოდეხსა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა